eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იურიდიული ფაკულტეტი 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე

იურიდიული ფაკულტეტი 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე:

 

  • სამართალი - 170 ვაკანტური ადგილი.
  • საერთაშორისო სამართალი - 30 ვაკანტური ადგილი.
  • მიგრაციის მართვა - 5 ვაკანტური ადგილი.
  • საჯარო მმართველობა (ინგლისურენოვანი)  - 25 ვაკანტური ადგილი.
  • ევროპისმცოდნეობა (ინგლისურენოვანი)  – 5 ვაკანტური ადგილი.
  • კიოლნის სამაგისტრო პროგრამა (გერმანულენოვანი) – 15 ვაკანტური ადგილი.

     

რექტორის ბრძანება №192/01-01,  2026-2027 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ .

დოკუმენტაციის მიღება მოხდება ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: uni-can.tsu.ge (მისამართი გააქტიურდება 21 აგვისტოს 10:00 საათიდან , დაიხურება 27 აგვისტორს 18:00 საათზე). 

ბაზაში შეყვანილი მონაცემების სიზუსტეზე პასუხისმგებლობას იღებს მაგისტრანტობის კანდიდატი.

ჩარიცხვის შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატმა 18-21 სექტემბერს (ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში) იგივე დოკუმენტები რაც ატვირთა ელექტრონულად (შესაბამისი წესით დამოწმებული) მატერიალურად უნდა წარმოადგინოს ფაკულტეტზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მასთან არ მოხდება ხელშეკრულების დადება (ხელშეკრულების გაფორმების ადგილზე და დროზე დამატებითი ინფორმაცია დაიდება საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ).

 

 

უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდ(ებ)ის ნიმუშები:

სამართალი:

სამართლის  სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ჩაირიცხება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების (იხ. სსგ-ის გზამკვლევი), B2 დონის უცხოური (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) ენისა და სპეციალობის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე.

 

შენიშვნა: მაგისტრანტობის კანდიდატი თავისუფლდება უცხო ენის საუნივერსიტეტო გამოცდისაგან, თუ წარმოადგენს უცხო ენის არანაკლებ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელ ვალიდურ საერთაშორისო სერტიფიკატს და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ შესაბამის სერტიფიკატს (CERTUS), ან ბოლო 2 წლის განმავლობაში მიღებულ უცხოენოვანი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომს. უცხოური (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) ენის გამოცდისაგან თავისუფლდება კანდიდატი, ვისაც ინგლისურ, გერმანულ ან ფრანგულ ენაზე ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურზე გავლილი აქვს სასწავლო კურსი.

 

მაგისტრანტობის მსურველებს ჩაუტარდებათ:

  • გამოცდა სპეციალობაში- ხანგრძლივობა  4 საათი.
  • გამოცდა უცხო ენაში B2 (ინგლისური, გერმანული, ფრანგული)- ხანგრძლივობა 3 საათი. 

 

გაითვალისწინეთ:

  • კერძო სამართლის მიმართულებით სპეციალობის გამოცდაში მოცემული იქნება 2 თეორიული საკითხი მატერიალური სამართლიდან (თითოეული საკითხი ფასდება 30 ქულით) და 1 კაზუსი სამოქალაქო საპროცესო სამართლიდან (ფასდება 40 ქულით).

შენიშვნა: მხოლოდ კაზუსის ამოხსნის დროს გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

  • საჯარო სამართლის მიმართულებით სპეციალობის გამოცდაში მოცემული იქნება  1 კაზუსი კონსტიტუციური სამართლიდან (ფასდება 50 ქულით) და 1 კაზუსი ადმინისტრაციული სამართლიდან (ფასდება 50 ქულით).

შენიშვნა: კაზუსის ამოხსნისას შესაძლებელია გამოიყენოთ საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

 

მიგრაციის მართვა: 

მიგრაციის მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სამართლის, სოციალურ და პოლიტიკურ, ეკონომიკისა  და  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულების ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ჩაირიცხება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების (იხ. სსგ-ის გზამკვლევი), ასევე B2 დონის ინგლისური ენისა და სპეციალობის შიდასაუნივერსიტეტო წერითი გამოცდის საფუძველზე.

შენიშვნა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში, სტუდენტობის კანდიდატი თავისუფლდება ინგლისური ენის გამოცდისგან.

 

  • გამოცდა სპეციალობაში- ხანგრძლივობა 3 საათი.
  • გამოცდა ინგლისურ ენაში B2 - ხანგრძლივობა 3 საათი.

 

 

 

საერთაშორისო სამართალი:

საერთაშორისო სამართლის  სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სამართლის, ან საერთაშორისო სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ჩაირიცხება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების, B2 დონის ინგლისური ენისა და სპეციალობის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე.

გამოცდა სპეციალობაში- ხანგრძლივობა 4 საათი.

გამოცდა ინგლისურ ენაში B2 - ხანგრძლივობა 3 საათი.

გამოცდის ნიმუში უცხო ენაში,

საერთაშორისო სამარათალი, სპეციალობის გამოცდის თემატიკა

 

გაითვალისწინეთ:

სპეციალობის გამოცდაში მოცემული იქნება 4 თეორიულ-ანალიტიკური საკითხი (თითოეული შეფასდება 25 ქულით), რომელიც მოითხოვს მის განმარტებასა და ანალიზს. საკითხი უნდა იყოს განხილული მაქსიმალურად ამომწურავად, მაგრამ ლაკონურად. საკითხის განხილვისას საჭიროა საკითხთან დაკავშირებული წყაროების ამომწურავი მითითება და ანალიზი. მსჯელობისას უნდა იყოს განხილული შესაძლო მაგალითები საქართველოს პრაქტიკიდან. შეფასებისას გათვალისწინებული იქნება წერის კულტურა (ნაწერის წაკითხვა სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს კალიგრაფიისა და სხვა მიზეზების გამო) და აკადემიური წერის ნორმების ცოდნა.

 

 

საჯარო მმართველობა: 

საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს

ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი:

სამართლის, ეკონომიკის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებით, საერთო სამაგისტრო

გამოცდის (იხ. სსგ-ის გზამკვლევი), ჩაბარების შემდეგ, რომელმაც აგრეთვე

უნდა ჩააბაროს ინგლისური ენა B2 დონეზე, ან წარმოადგინოს შესაბამისი

ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი TOEFL / IELTS / CERTUS და ასევე

გაიაროს გასაუბრება კომისიასთან.

 

 

 

კიოლნის საერთო სამართლის სამაგისტრო პროგრამა L.L.M. :

კიოლნის სამართლის გერმანულენოვან სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის

უფლება აქვს სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური

ხარისხის მქონე პირს, გერმანული ენის B2 დონის შესაბამისი ცოდნის

დამადასტურებელი სერთიფიკატით Goethe / TestDaF. ასევე, კომისიასთან

გასაუბრების საფუძველზე. ხოლო გაზაფხულის - გაცვლითი სემესტრისთვის

საჭიროა გერმანული ენის C1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი

სერტიფიკატი.

მაგისტრანტობის მსურველებს ჩაუტარდებათ:

  • გასაუბრება კომისიასთან.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

სამართალი: თამარ თაკალანძე,  ელ.ფოსტა: tamar.takalandze@tsu.ge მობილური: 557454313

მიგრაციის მართვა: გენრიეტა ჯოხაძე , ელ.ფოსტა: genrieta.jokhadze@tsu.ge

საჯარო მმართველობა (ინგლისურენოვანი); კიოლნი (გერმანულენოვანი) : თამარ ბეჟაშვილი,  ელ.ფოსტა: tamar.bezhashvili@tsu.ge

https://www.facebook.com/PublicAdministrationTSUSpeyer?mibextid=ZbWKwL&_rdr

ევროპისმცოდნეობა (ინგლისურენოვანი):  ელ.ფოსტა: nino.lapiashvili@tsu.ge ies.assistant@tsu. ge,  helpdesk.ies@tsu.ge

 

თარიღი: 03/08/2026